რომელი 3 პროექტი იყო ამირან გიორგაძისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2018 წელს
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნს, ალგეთის, სადახლოსა და საიმერლოს საბავშვო ბაღები და 2019 წლის ბიუჯეტი. ესაა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 3 ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი 2018 წელს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გენერული საბჭო 2018 წლის თებერვლში შეიქმნა. საბჭოს მთავარი მოვალეობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობაა, როგრიცაა გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება და სხვა.

ალგეთისა და სადახლოს სბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აგებული და თითოეული 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე ბაღში სააღმზრდელო პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ბაღებში 180-მდე აღსაზრდელის განთავსება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება საიმერლოს საბავშვო ბაღს, მისი მშეებლობა წესით უკვე დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, ტენდერის პირობები დაარღვია და სამუშაოები სავარაუდოდ 2019 წლის იანვარში დასრულდება.

მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია. თვითმმართველობის ორგანოს ბიუჯეტი საჯარო განხილვაზეც ჰქონდა გამოტანილი, მაგრამ პირველ განხილვას მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი არ ესწრებოდა, ხოლო მეორე განხილვა, მოსახლეობის ჩართულობისა და სხდომაზე დასწრების სურვილის მიუხედავად, არ შედგა. საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას 27 დეკემბერს გეგმავს.

რადიო „მარნეული“



Print