სიახლე
დაპირისპირება იმაკულიევსა და საკრებულოს წევრებს შორის
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს, საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ჰკითხა, იყო თუ არა ბიუჯეტში მოსახლეობის რეკომენდაციები გათვალისწინებული.

ვუგარ მამედოვმა იმამკულიევს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის საჯარო განხილვა ჩაატარა. რაზეც იმამკულიევმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის ბიუჯეტი „კაბინეტებში მიიღო“.

იმამკულიევის რეპლიკამ საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძისა და მისი მოადგილის მამუკა ნავერიანის გაღიზიანება გამოიწვია.

ნავერიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატის ქმედება „გამოხტომად“ შეაფასა და უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ და ხალხი მათ აღარ უსმენს.

იმამკულიევის განცხადებას ასევე გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე. ბერიძემ მას შეახსენა, რომ ბიუჯეტის განხილვების დროს იმამკულიევი ამერიკაში იმყოფებოდა და მისივე თქმით, საჯარო განხილვები ყველა სამართლებრივი ფორმის დაცვით ჩატარდა. მაგალითად, საიტზე აიტვირთა ყველა შესაბამისი საბუთი და მოსახლეობას ჰქონდა შენიშვნების მიწოდების საშუალება.

იმამკულიევმა ბერიძეს უპასუხა, რომ მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს და შესაბამისად ისინი ბიუჯეტის პროექტს ვერ წაიკითხავდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმამკულიევს უთხრა, რომ ის „მტკივნეულ თემას“ ეხებოდა და უნდა გაჩუმებულიყო.
ამ მოვლენების შემდეგ იმამკუკიევმა საკრებულოს სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019
წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს მიმართავს და ამ
დროისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
22:42 / 25.03.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს მიმართავს და ამ დროისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის
მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს
გადააჭარბოს.
22:32 / 25.03.2019
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს.
ხადას ხეობაში
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის
ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის
გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.
20:43 / 25.03.2019
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.
დღეს, 25 მარტს, „ საქართველოს ინვალიდთა
ასოციაციის ორგანიზებით“ და „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლობის
დაფინანსებით მარნეულში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უაფსო
წამლები დაურიგეს.
17:31 / 25.03.2019
დღეს, 25 მარტს, „ საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ორგანიზებით“ და „სოკარ ჯორჯია“-ს წარმომადგენლობის დაფინანსებით მარნეულში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს უაფსო წამლები დაურიგეს.

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის
კანდიდატი ზაურ დარგალი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში
მოიგებს.
17:27 / 25.03.2019
„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
ქართული
ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი დარწმუნებულია,
რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
17:14 / 25.03.2019

ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე
შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ
საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული.
17:02 / 25.03.2019
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული.
პოლონეთში, გლისნო ვიელკიში საქართველოსა და
უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად
საქართველოს 24 წლის
16:44 / 25.03.2019
პოლონეთში, გლისნო ვიელკიში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საქართველოს 24 წლის