TI: ქვემო ქართლის გუბერნატორს დეკლარაციაში კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელობა მითითებული არ აქვს
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი
ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს
შორის, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად
ან შეცდომით აქვთ შევსებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TI)“ თანამდებობის პირთა 20
ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად
შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და
კუთვნილი წილების სხვა პირზე მინდობილობით გადაუცემლობის 2 ფაქტი
გამოვლინდა.
შოთა რეხვიაშვილს 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს
აღნიშული, რომ შპს „აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელია, რაც
კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის
მითითებასთან ერთად, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული
წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.
რადიო „მარნეული“