საქართველოს პრეზიდენტს საცხოვრებლად ფრანგული პენსიაც ყოფნის

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მუშაობს კერძო საწყისებზე საქველმოქმედო
ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელმაც გაუქმებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ერთგვარად უნდა ჩაანაცვლოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი ფონდის იურიდიულ სტატუსზე ადმინისტრაციაში ჯერ ისევ მუშაობენ. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ფონდში გადარიცხოს თავისი ხელფასი, რომელიც მას პრეზიდენტის თანამდებობაზე ეკუთვნის.

ზურაბიშვილის თქმით, ის უკვე იღებს დაგროვებით პენსიას საფრანგეთში და ეს თანხა მისთვის სრულიად საკმარისია.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2019 წლიდან გაუქმდა.





წყარო:ნეტგაზეთი
Print