გერმანიიდან საქართველოს 55 მოქალაქე გამოაძევეს
საქართველოს 55 მოქალაქე ქვეყანაში გერმანიიდან იძულებით დააბრუნეს . სპეციალური რეისი დუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 24 იანვარს დაეშვა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში რეადმისისს შესახებ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დააბრუნეს, იმის საფუძველზე, რომ ისინი გერმანიის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის პირობებს არღვევდნენ.


წყარო: ნეტგაზეთი
Print