საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ყარაბაღის ომის მონაწილეს ბიუსტის დადგმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობას არ შეცვლის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის განახლებული ბიუსტის დადგმა ვერ შეცვლის იმ მეგობრულ ურთიერთბას, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ ავაქიანის განახლებული ბიუსტის ახალქალაქში დადგმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გუშინ იყო საკმაოდ აქტიური განხილვა.

როგორც იცით, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, რომელიც ჩვენს აზერბაიჯანელს და სომეხ კოლეგებს შორის იწვევს გარკვეულ უხერხულობას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ვერ შეცვლის… ვერ შეცვლის იმ მეგობრობას, რომელიც თუნდაც საქართველოში და პარლამენტში აქვთ ჩვენს მეგობრებს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი მეტწილად ამოწურულია და მე არ ველოდები რაიმე გართულებებს,” – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო: ნეტგაზეთი

ამავე თემაზე:

„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ზაურ ხალილოვი

მირზოევი და გაჯიევი ჯავახეთელ კოლეგებს ძეგლის გახსნაზე განმარტებას მომავალ კვირას მოსთხოვენ

“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე

საქართველო დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - ყარაბაღის ომის მონაწილეს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები