პირადი ცხოვრების გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის სასტიკი მეთოდია – ქალთა მოძრაობა
“ქალთა მოძრაობა” ეკა ბესელიას შეძლო პირადი ცხოვრების ვიდეოს გავრცელების ცნობებს ეხმაურება. როგორ ორგანიზაციის წერილში ვკითხულობთ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება , რისი სამიზნეც განსაკუთრებით ქალები ხდებიან, მათი დაშინებისა და პოლიტიკიდან განდევნის მეთოდია.

“პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს – აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციისა და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია,” – წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

მოძრაობა დასძენს, რომ ზემოხსენებული საფრთხე ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს ნაკლებად ემუქრებათ და მათთვის, თუნდაც, სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ნაკლებადაა შანტაჟისა და დაშინების წყარო.

“ქალთა მოძრაობა მხარში უდგას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ასეთი შემთხვევები შემაშფოთებლად მატულობს. ქალთა მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას,” – ნახსენებია განცხადებაში.

ინფორმაცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ გუშინ 28 იანვარს გავრცელდა.ეკა ბესელიამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებთ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანი და დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში… აღარ გავაგრძელებ!”, – განაცხადა დეპუტატმა, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებს 2018 წლის დეკემბერში დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების სიის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრების გავრცელებაზე გამოძიება უკვე დაიწყო




წყარო: ნეტგაზეთი
Print