გადასახედები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია – ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გადასახადები “იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია”. ამის შესახებ მან დღეს, 29 იანვარს, ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

მაჭავარიანის თანახმად, “სპეკულაცია”, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია.

მისი თქმით, გადასახადები არ არის მიზეზი იმის, “თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა”.

“თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ”, – აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის განმარტებით, “რეალურად საგადასახადო განაკვეთების შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმის გზა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია”.



წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია