რატომ გადადგა აბაზოვი 15 თებერვლამდე
„ქართული ოცნების“ მარნეულელი დეპუტატების თამაზ ნავერიანის, რუსლან გაჯიევისა და მახირ დარზიევის თქმით, ჯერ-ჯერობით პარტიაში მერობის კანდიდატურები არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ რადიო „მარნეულის“ სანდო წყაროს ცნობით, პოლიტიკურ კულვარებში მერის სავარაუდო კანდიდატებად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და პარლამენტარი რუსლან გაჯიევი განიხილებიან, დეპუტატები და პარტიის ლიდერები ამ თემაზე ღიად საუბარს მაინც ერიდებიან და ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით კანდიდატების განხილვა არ მიმდინარეობს.

მერის არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება, ვინაიდან აბაზოვმა თანამდებობა 15 თებერვლამდე დატოვა. შესაძლოა მისი გადაწყვეტილება ამ თარიღთანაც იყოს კავშირში, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები უახლოეს მაისში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვი განცხადებას 15 თებერვლის შემდეგ დაწერდა, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.
აბაზოვმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 12 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს.

თავდაპირველად, საკრებულომ მას უფლება-მოვალეობა მას შემდეგ შეუჩერა რაც 13 ივნისს პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადმიანური მოპყრობის ბრალი წაუყენა.

აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.

რადიო „მანრეული“




ამავე თემაზე:

ვისი კანდიდატურები განიხილება მარნეულის მერად

"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა ვიყო ბრალდებულის სტატუსში "- თემურ აბაზოვი გადადგომაზე

ან მოსვლა რა იყო ან წასვლა - თემურ აბაზოვის 8 თვიანი მერობა

თავად გააკეთა გადაწყვეტილება - „ქართული ოცნების“ დეპუტატები აბაზოვის გადადგომასთან დაკავშირებით

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები