არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ
და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის
არაფორმალური როლით, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია Freedom
House-ის საქართველოს შესახებ ანგარიშში
.
„არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ
მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით,
რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან
გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების
გადაწყვეტილებების მიღებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ძალაუფლების დემონსტრირება
2018 წლის ივნისში მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი
გადადგა ეკონომიკურ პოლიტიკაზე ივანიშვილთან უთანხმოების გამო.
„ივანიშვილის პოლიტიკაზე გავლენა ასევე აშკარაა მის ფინანსურ და
ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.