პარლამენტმა “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე” რეზოლუცია ჩააგდო
21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ ”.

რეზოლუციას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 15-მა უარი დააფიქსირა. მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 60 დეპუტატის ხმა.

ირმა ინაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს წევრებს რამდეჯნერმე დაუპირისპირდა. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ოპონენტი კოლეგების გასამართლებას ითხოვს.


წყარო: ნეტგაზეთი
Print