სავარაუდოდ, ხუმრობით ჩაწერილი ვიდეო პარლამენტარის დისკრედიტაციის მიზეზი გახდა
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების გამო, რამაც მისდამი ნდობას შესაძძლოა ზიანი მიაყენოს, ორ პირს უჩივის.

ადამიანები, რომლებსაც გაჯიევი უჩივის მარნეულის მაცხოვრებელი ფარვინ აბდულაევი და საქართველოში დაბადებული და ამ დროისათვის თურქეთში მცხოვრები ანარ ორუჯოვია.

როგორც ანარ ორუჯოვი ამბობს, დაახლოებით 3 კვირის წინ მან იუმორისტული ვიდეო გადაიღო. ვიდეოში იგი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ყოფნის დროს დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი მასზე ზეწოლას ახდენდა, რის გამოც მან ქვეყანა დატოვა და თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ორუჯოვმა გადაღებული ვიდეო ფარვინ აბდულაევს გაუგზავნა. ფარვინმა კი ის ვიდეო სოცილაური ქსელით ხვა პიროვნებებს გადუგზავნა.

აღნიშნულ ვიდეოს მარნეულში რამდენიმე დღეა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შესახებაც ანარ ორუჯოვმა განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ვიდეო.

„ეს ვიდეო რაღაც გზით ბევრ ადამიანს გაუგზავნეს და დღეს მარნეულში ბევრ ადამიანს აქვს ეს ვიდეო. მე ის მინდა ვთქვა, რომ მე და ფარვინს საერთო ნაცნობი გვყავს ამ სახელით და ჩვენ დეპუტატ რუსლან ჰაჯიევზე არ ვსაუბრობთ. მე 2 თვის შემდეგ ჩამოვალ საქართველოში და შევეცდები კანონიერი გზით მოვაგვაროთ ეს საქმე, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ვინც ეს პროვოკაცია გააკეთა ისინი გაასამართლონ.“ - ამბობს ანარ ორუჯოვი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან გაჯიევი კი აცხადებს, რომ საკითხის კანონის ფარგლებში მოგვარებისათვის პოლიციას საჩივრით მიმართა.

„რამდენიმე დღის წინ მე ვოტსაპით ვიდეო ჩანაწერი გამომიგზავნეს. ვიდეოში ჩემს წინააღმდეგ შანტაჟია და ტყუილზე მიდის საუბარი. ამოტომაც მე პოლიციას მივმართე და ვიდეოც წარვადგინე. კანონის ფარგლებში ჩაატარდება ღინოსძიებები. მე ფიზული გადიმოვმა გამომიგზავნა ვიდეო და მან პოლიციას განმარტება უკვე მისცა.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

10 მარტს პოლიციამ ფარვინ აბდულაევი გამოკითხა. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ აბდულაევს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

როგორც შსს-ში გვითრეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე 1-ლი პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები