მარნეულელ წვევამდელზე სამხედროების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცლებს
მარნეულელი წვევამდელი, ქაზიმ გახრამანოვი ამტკიცებს, რომ ის კრწანისის სასწავლო ცენტრში სცემეს. ქაზადის თქმით, მას ფულს სძალავდნენ, თუმცა უარის შემდე ფიზიკურად გაუსწორდნენ. წვევამდელს სილურჯე თვალის არეში აღენიშნება .

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ უცვლელად:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

386-ე მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 181-ე მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება. - ნათქვამია განცხადებაში

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები