თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა თანამდებობას, ერთი კვირის ვადაში მიიღებს
დატოვებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს დისკუსიები, რომლის დასრულებასაც სწორედ ერთ კვირაში ვარაუდობს .

თეა წულუკიანის განცხადებით, მედიით გავრცელებული ვერსიები, რომელიც მისი პოზიციის მიზეზებს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება და იმედოვნებს, რომ მისი პოზიციები გაზიარებული იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები