მარნეულელი წვევამდელი კაზიმ გახრამანოვის ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს .

,,სამხედრო პოლიციის მიერ დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, ისინი ახალწვეულები არიან. ინციდენტი ახალწვეულებს შორის მოხდა. მათ სახელებს და გვარებს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ვერ დავასახელებთ“, - განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადის, რამდენიმე პირს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.




Print ელ. ფოსტა
თეგები: მარნეული
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები