ძნელია თუ არა პრეზიდენტობა? - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეს
„ძნელია იმიტომ, რომ პრეზიდენტობა ნიშნავს ერთ რამეს, ეს არის, რომ შენ აღარ ხარ სრულიად თავისუფალი, შენ თავს აღარ ეკუთვნი როგორც თავისუფალი ადამიანი. სამაგიეროდ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან საინტერესო და ალბად ისეთი პასუხისმგებლობა, რომელიც იშვიათად თუ ცხოვრებაში შეიძლება იტვირთო და ამისთვის მე ვარ ძალიან მადლობელი ყველა ჩემი ამომრჩევლის“ - სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი



საქა
რთველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს 19 მარტს მარნეულს ესტუმრა. სტუმრობისაას ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მას ჰკითხა ძნელია თუ არა პრეზიდენტობა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ვიზიტის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ენის ცოდნის დონეს, ქართულ ტოლერანტობას - რომელიც შესაძლოა არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდეს და ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები