დაუწერს თუ არა რეპერი ნატო ზაურ დარგალს წინასაარჩევნო სიმღერას
მარნეულის მერის არჩევნებისათვის მზადება უკვე დაწყებულია. „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატები წარადგინეს, მალე წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურად დაიწყება. ქუჩებში პლაკატებს გააკრავენ, ჩაატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა სოფლებში და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის გული მოიგონ.

მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას, ბოლო წლებია, კანდიდატებისათვის სიმღერების დაწერა ტენდენციად იქცა. პირველი ასეთი შემთხვევა 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. ახმედ იმამკულიევის სიმღერაზე, რომელიც ახლა მერობისათვის იბრძვის, მარნეულელმა რეპერმა აფიკ ნოვრუზოვმა („ნატომ“) იმუშავა.




„ნატ
ოს“ მხოლოდ იმამკულიევის სიმღერაზე არ უმუშავია. მისი შემოქმედების კიდევ ერთი მაგალითი მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისათვის მიძღვნილი სიმღერაცაა. რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დაიწერა.



ჩვ
ენ დავინტერესდით, შექმნის თუ არა „ნატო“ სიმღერას „ქართული ოცნების“ მარნეულის მერბის ახალი კანდიდატის ზაურ დარგალისათვის. როგორც „ნატომ“ ჩვენთან საუბრისას თქვა, ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე მუშაობა არ დაწყებულა.

„ზაური ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და თუ საჭირო იქნება მისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - გვითხრა „ნატომ“

წინასაარჩევნო პროცესი მალე დაიწყება და არაა გამორიცხული, რომ მარნეულში ახალმა მელოდიამ გაიჟღეროს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები