მარნეულის მომდევნო მერი ფუნქციებს 2 წლისა და 5 თვის განმავლობაში შეასრულებს
მარნეულის მერის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი. მერობისათვის მარნეულში ჯერ ორი კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალი, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი, ბრძოლობენ.

19 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეული მერი არა 4 წლით, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, არამედ მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებამდე შეასრულებს საკუთარ მოვალეობას.

მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს, სავარაუდოდ ოქტომბერში, გაიმართება. რის გამოც ახლა არჩეული მერი მარნეულს 2 წლისა და 5 თვის განმავლობაში გაუძღვება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები