"ენმ"-ს მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში მერის არჩევნებზე აგილ მუსტაფაევის კანტიტატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ აგილ მუსტაფაევმა დაუდასტურა. მან თქვა, რომ 28 მარტს მარნეულის ოფისში პარტიის წევრებთან და ლიდერებთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ მერის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანტიტატი უნდა წარადგინოს და ეს გატაწყვეტილება ცენტრაული ოფისის მიერაც დადებითად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში მერობის კანდიდატს არ დაასახელებდა და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ახმედ იმამკულიევს დაუჭერდა მხარს, რასაც პარტიების ლიდერების მიერ დადებული შეთანხმება გულისხმობდა.

აღნიშულთან დაკავშირებით აგილ მუსტაფაევმა თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა განცხადება დაჩქარებულად გააკეთეს, რადგან ცენტრალურ ოფისში განხილვები დასრულებული ჯერ არ იყო.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში 19 მაისს დანიშნულ მერის რიგგარეშე არჩევნებზე ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ახმედ იმამკულიევი, დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი დაუპირისპირდებიან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები