გია ხუხაშვილი - ივანიშვილი პოლიტიკურ დეპრესიაშია
ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს რომ აფინანსებდა, მაშინ ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა, სად ნახა, სად ამოიკითხა ჩემი სააკაშვილისადმი ხოტბა, არ ვიცი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან ჰგავდა შავ-თეთრი ფოტოს ნეგატივს, რომელსაც გამჟღავნება სჭირდება.

„მთელი ინტერვიუს განმავლობაში შავზე ლაპარაკობდა თეთრს და პირიქით. არათუ გამრუდებულ რეალობაშია, არამედ საერთოდ საპირისპირო რეალობაშია იგი. მას აქვს გარკვეული ნოსტალგია, პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს. სად ამოიკითხა, სად ნახა, რომ მე სააკაშვილი შევაქე, აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ შალვა შავგულიძის კრიტიკას, ხუხაშვილმა აღნიშნა, შალვა შავგულიძე გამოიყვანა ლამის გირგვლიანის წინააღმდეგ მომუშავედ და მურუსიძე გირგვლიანის აპოლოგეტად.

„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან ყველა გააერთიანა, თუმცა დრომ აჩვენა ყველაფერი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print