„ძალა ერთობაშია“ მანრეულის მერის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი ოფიციალურად წარადგინა
კოალიცია გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მარნეულში მერის არჩევნებზე აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა დღეს, 11 აპრილს, ოფიციალურად წარადგინა.

მუსტაფაევი მარნეულის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნებზე იბრძოლებს.

როგორც მერობის კანდიდატმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ის საკუთარი კანდიდატურის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ მარნეულში ნეპოტიზმს, კორუფციას და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ეს გამარჯვება იქნება არა მარტო ჩვენი გამარჯვება, ეს გამარჯვება იქნება მთელი მარნეულისა და საქართველოს გამარჯვება.“ - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

მერობის კანდიდატის წარდგენას „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური და ადგილობრივი ლიდერები ესწრებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულელების მიერ პარტიისათვის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მარნეულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა და ახლაც, მერობის არჩევნებზე მარნეულელები სწორედ აგილ მუსტაფაევს დაუჭერენ მხარს.

„აგილ მუსტაფაევი წარმოადგენს იმ ძალას, სადაც შეკრებილი არიან პროფესიონალები, სადაც არიან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ამოყვანა შეუძძლია კორუფციის, უძრაობის, ეკონომიკური დაღმასვლის და მასობრივი ემიგრაციის პირობებიდან.“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

შეგახსენებთ, რომ მარნეულში 19 მაისს დანიშნულ მერის რიგგარეშე არჩევნებზე აგილ მუსტაფაევს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ახმედ იმამკულიევი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი დაუპირისპირდება.




რად
იო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები