სიახლე
ზუგდიდში დაკავებულ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა
,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

უწყების ცნობითვე, ერთ-ერთი მათგანი, ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენში პოლიციამ ენმ-ის სამი წევრი დააკავა. ენმ-ის ცნობით, პატარაიას გარდა დაკავებულები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე და ენმ-ის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა
უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის
შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა
გუბერნატორმა,
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა,
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი
დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის
საქმესთან დაკავშირებით,
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329
პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
22
ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური
ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო
კონსულტაციებს.
22 ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე
ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის
მუნიციპალიტეტი დააზარალა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.