ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანთან დისკუსიისთვის საკმაოდ გულწრფელი ატმოსფერო შევქმენით
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საკმაოდ პირდაპირი, გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა , – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საერთო ხედვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით. მაგრამ ის ფაქტი, რომ შევქმენით დისკუსიისთვის საკმაოდ გულწრფელი ატმოსფერო, უკვე ძალიან კარგია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა ცოტა ხნის წინ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა, გაფართოებულ ფორმატში კი მოლაპარაკებებმა 40 წუთს გასტანა. აღსანიშნავია, რომ ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები