პარტია "საქართველომ" მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა
პარტია „საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ლეილა ხარაიშვილი წარადგინა.  პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაიშვილის მერობა მარნეულის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ამ რეგიონში მნიშვნელოვანია ახალი ხედვების შეტანა და რეგიონის განვითარებისთვის მიგვაჩნია, რომ წინსვლა იქნება ამ ქალბატონის მერად არჩევა. თან ამ რეგიონში ქალბატონებს არ ჰქონიათ შანსი თავისი პოზიციები დაეფიქსირებინათ და ქალბატონი ყოფილიყო თანამდებობაზე.“

ლეილა ხარაიშვილი წარმოშობით ლაგოდეხის რაიონიდანაა, სადაც 15 წლის განმავლობაში ფერმას აწარმოებდა. როგორც თავად ამბობს, მისი მერობა მარნეულში მნიშვნელოვან სიახლეებს შეიტანს ინტეგრაციის კუთხით და სოფლის მიმართულების თვალსაზრისით.

არ ვარ უცხო არც მეურნეობის კუთხით, არც ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. ზოგადად მიყვარს ადამიანები. ჩემი პროგრამა ძირითადად იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, კულტურული კუთხით მიმართულებების განვითარება. განათლების კუთხით ძირითადად ინტეგრირება რომ მოხდეს და ეროვნებათშორისი სხვადასხვაობა არ იყოს."

ლეილა ხარაიშვილი პროფესიით ეკონომისტია და ამჟამად მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მუშაობს. ის ჯერჯერობით ერთადერთი ქალი კანდიდატია, ვისაც მარნეულის მერობა სურს.



სურათი აღებულია ლეილა ხარაიშვილის ფეისბუქ გვერდიდან.-ლეილა ხარაიშვილი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა