გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი აღარ არის
გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ არის.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ დაიკავებს ეკონომიკის მინისტრის პოსტს.

ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის ბოლო 18 წლის მანძილზე ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-სთან თანამშრომლობდა. ქობულია კომპანიის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები