მერობისთვის დარეგისტრირებული 16 კანდიდატი და საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილება
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის კანდიატურა 16-მა პირმა დაარეგისტრირა. 16-დან 15 პოლიტიკური პარტიების კანდიდატები არიან, ხოლო 1 დამოუკიდებელი კანიდატია.

რადიო „მარნეულისათვის“ პოლიტიკური პარტიების კანდიდატების ნაწილის ვინაობის დადგენა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ისინი არც მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არიან ჩართულნი და არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში გამოჩენილან. რადიოსათვის მარნეულში მათი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ საკუთარ კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა, იმ 11 პარტიიდან, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ , 4-მა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი მაინც წარადგინა.

„ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო, რომ წარმომადგენლების დაფინანსება მიეღოთ ბიუჯეტიდან, ვინაიდან ეს 4 პარტიაც იყო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი და შესაბამისად ეკუთვნის ეს დაფინანსება. პლიუს ამსა, უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნოდათ მათ ასევე და შესაბამისად უფასო სარეკლამო დროსაც იყენებდნენ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ.“ - ლევან ნატროშივილმა ასევე თქვა, რომ ის მარნეულის მერობის კანდიდატებს არ გაცნობია, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ აქაც იგივე სქემა იყოს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები