სააკაშვილმა უკრაინას ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის გაუქმება სთხოვა
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას მიმართა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა მოუხსნან.

შესაბამისი წერილით მან უკრაინის უშიშიროების სამსახურს და სასაზღვრო სამსახურს მიმართა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, მოგმართავთ მოწოდებით, გამიუქმოთ აკრძალვა ქვეყანაში შესვლის თაობაზე და მომცეთ შესაძლებლობა, დავბრუნდე კიევში და გავაგრძელო საქმიანობა ჩემს პარტიასთან ერთად”, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის ძალიან ახლობელია უკრაინა და არ შეუძლია გვერდზე გადგეს, როცა ამ შესანიშნავი ქვეყნის ბედი წყდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები