მარნეულის მერობის ერთ კანდიატს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა
პარტია "მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის" მარნეულის მერობის კანიდატს პარვინ მამედოვს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ თქვა, კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი ასაკობრივი ცენზი გახდა.

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მერად გახდომა 25 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ, ხოლო პარვინ მამედოვი 24 წლისაა, რის გამოც მას მერის კანიდატურის რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მერის კანდიდატის რეგისტრაცია სულ 16-მა პირმა გაიარა, აქედან ერთს კი უარი ეთქვა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები