24 აპრილს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერობის ოთხ კანდიდატთან შეხვედრა გაიმართება
ოთხშაბათს, 24 აპრილს, 13:00 საათზე "დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულის ოფისის ორგანიზებით
გაიმართება
შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან.
როგორც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აანონსებს,
შეხვედრაზე კანდიდატები ისაუბრებენ მოქალაქეთა ჩართულობის
მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგენენ
თავიანთ ხედვებს, კერძოდ: გენდერული თანასწორობის საბჭოს და მერის
მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის, სოფლის კრებების ორგანიზების და
ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდების
შესახებ. კანდიდატები ასევე წარადგენენ თავიანთ ხედვას
ახალგაზრდების,ქალების, შშმ პირების საჭიროებების შესახებ.
კანდიდატებს დაეთმობათ დრო, რათა მიმოიხილონ მუნიციპალური სოციალური
პროგრამის გამოწვევები და წარმოადგინონ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური
განვითარების ხედვები.
კანდიდატებს დაეთმობათ განსაზღვრული დრო ერთმანეთის მიმართკითხვების
დასასმელად.
დამსწრეებს შეეძლებათ კითხვების დასმა. მარნეულში დაგეგმილ მერის
რიგგარეშე არჩევნებისთვის 15 კანდიდატია დარეგისტრირებული. შეხვედრაში
მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი: "ევროპული საქართველოს" კანდიდატი
აჰმედ იმამყულიევი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი აგილ
მუსტაფაევი, "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაურ დარგალი და
დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.