რას პირდება აგილ მუსტაფაევი მარნეულელებს - წინასაარჩევნო პროგრამა
მარნეულში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია გადასული . მერობის კანიდატები მოსახლეობას ხვდებიან, აცნობენ საკუთარ გეგმებს და ნდობის სანაცვლოდ გარკვეულ დაპირებებს აძლევენ.

მარნეულში სულ 15 კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ მათგან მხოლოდ რამოდენიმე აქტიურობს. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად აქვს დაწყებული გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" კანიდატი აგილ მუსტაფაევია.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რას პირდება მუსტაფაევი მარნეულელ მოსახლეობას. მისი წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ქალაქ მარნეულს სასმელი წყალი ექნება 24 საათიან რეჟიმში, შიდა გზებზე დაიგება ასფალტი, მოეწყობა თანამედროვე სპორტული მოედნები, დასუფთავების სამსახური იმუშავებს შეუფერხებლად, შეიქმნება ახალგაზრდული ინიციატივების ხელშემწყობი ფონდი და საზოგადოებრრივი ტრანსპორტი მოსახლეობისათვის მეტად კომფორტული გახდება.

მუსტაფაევის პროგრამა ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი სოფლებში ძირითადად ნარჩენების, სასმელი და სარწყავი წყლის, გზების, ბაგა ბაღებისა და გარე განათების პრობლემის მოგვარების პირობას დებს.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.




რადიო "მარნეული"

Print