რას პირდება ახმედ იმამკულიევი მარნეულელებს - წინასაარჩევნო პროგრამა
მარნეულში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია
გადასული
.
მერობის კანიდატები მოსახლეობას ხვდებიან, აცნობენ საკუთარ გეგმებს და
ნდობის სანაცვლოდ გარკვეულ დაპირებებს აძლევენ.
მარნეულში სულ 15 კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ მათგან მხოლოდ
რამოდენიმე აქტიურობს. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც წინასაარჩევნო
კამპანია აქტიურად აქვს დაწყებული "ევროპული საქართველოს" მერობის
კანდიდატი ახმედ იმამკულიევია.
რადიო "მარნეული" დაინტერესდა თუ რას პირდება იმამკულიევი მარნეულელ
ამომრჩეველს. მისი წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, გარემონტდება და
აშენდება ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები, მარნეულის ყველა
ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდება სპორტული დარბაზები და საფეხბურთო
მოედნები, სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები და პენსიონერები უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალური ტრანსპორტით,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შეიქმნება სარეაბილიტაციო
ცენტრი, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარებიან სტაჟირების
გავლაში, მარნეულსა და სოფლებშ მოაგვარდება სასმელი წყლის პრობლემა და
მოხდება სოფლებშ არსებული პარკებისა და კულტურის ცენტრების
რეაბილიტაცია/განახლება.
იმამკულიევის წინასაარჩევნო პროგრამა ასევე მოიცავს ცვლილებებს
მარნეულის მერიის საქმიანობაშიც. "ევროპული საქართველოს" მერობის
კანიდატი მარნეულელებს პირდება, რომ მერიის თანამშრომლები მხოლოდ
გამოცდილებისა და კონკურსის წესით დაინიშნებიან, მარნეულის
მუნიციპალიტეტში იმუშავებენ აზერბაიჯანული და სომხური ენის
თარჯიმნები, რომლებიც ქართული ენის არმცოდნე მოსახლეობას დაეხარებიან,
ხოლო მარნეულის მერიის ოფიციალური გვერდები ორ ენაზე
იფუნქციონირებენ.
მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
რადიო "მარნეული"