რას ჰპირდება ალი ბადიროვი მარნეულელებს - წინასაარჩევნო პროგრამა
მარნეულში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია გადასული . მერობის კანიდატები მოსახლეობას ხვდებიან, აცნობენ საკუთარ გეგმებს და ნდობის სანაცვლოდ გარკვეულ დაპირებებს აძლევენ.

მარნეულში სულ 15 კანდიდატია დარეგისტრირებული, მაგრამ მათგან მხოლოდ რამოდენიმე აქტიურობს. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვია.

ჩვენ დავინტერესდით თუ რას ჰპირდება ბადიროვი მარენულელ ამომრჩეველს. მისი წიასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ბადიროვი გეგმავ სპორტული დარბაზების, მინი საფეხბურთო მოედნებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობას გეგმავს. მის გეგმებში შედის მარნეულის ცენტრალური სტადიონის "მარნეული არენას" მშენებლობის ინიცირებაც.

მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით ბადიროვი ყოველკვირეულად ფეისბუქ ლაივების გაშვებას გეგმავს, სადაც ის მოსახლეობის კითხვებს გასცემს პასუხს. კვარტალში ერთხელ გაიმართება კონფერენცია დაინტერესებული პირებისათვის, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრებენ. რაც შეეხება მოქალაქეთა მიღების დღეს, ბადიროვი გეგმავს, რომ ერთი დღის ნაცვლად, მოქალაქეთა მიღების ორი დღე დანიშნოს.

წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ბადიროვი მერად გახდომის შემთხვევაში საკადრო პოლიტიკის შეცვლასაც აპირებს. პირობას დებს, რომ 1 ქალი მოადგილე ეყოლება, ატესტაცია/კონკურსი ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ, საკონკურსო კომისიაში იქნება მინიმუმ ერთი ექსპერტი/არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ცალკეულ თანამდებობებზე/პოზიციებზე დანიშვნის დროს უპირატესობა მიენიჭება ორივე ენის (ქართული და აზერბაიჯანული ენების) სრულყოფილად მცოდნე კონკურსანტებს და სტაჟირების გავლა შეეძლებათ როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე სტუდენტებსაც.

ეკოლოგიური მიმართულებით ბადიროვის გეგმებში შედის, ნარჩენების მართვის და დამუშავების სისტემის შექმნა, პარკებისა და სკვერების შექმნა და ქალაქში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შექმნა.

ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ბადიროვის პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი როლი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას შეეხება. სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მერია იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე, ხელს შევუწყობს მიწის ლეგალიზაციის საკითხის მოგვარებას, შემუშავდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სხვადასხვა დახმარების და საკურორტო-გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკებში ბავშვების დასვენების პროგრამები. რაც შეეხება შშმ პირებს, ბადიროვის პროგრამის მიხედვით, მათ უზრუნველყოფს ეტლებით და მუნიციპალიტეტში გადაადგილებისათვის შესაბამის ინფრასტრუქტურას შექმნის.

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით დამოუკიდებელი კანდიდატის გეგმებში შედის წარჩინებული სტუდეტებისა და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის მერის სტიპენდიის დანიშვნა, უზრუნველყოფს ხარისხიან სკოლამდელ აღზრდას და ხელს შეუწყობს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბადიროვის პროგამის მიხედვით, ის ხელს შეუწყობს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანად ქვემო-ქართლის მასშტაბით სასკოლო, საქალაქო ტურნირების ჩატარებას, კულტურული ტურიზმის განვითარებასა და სპორტული კლუბების ჩამოყალიბებას.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები