ოპოზიცია პრეზიდენტს პარლამენტში პროტესტით შეხვდა
საქართველოს პარლამენტში, ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პროტესტით შეხვდა.

კოლეგებისგან განსხვავებით, დეპუტატები “ევროპული საქართველოდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან” სხდომათა დარბაზში შესულ პრეზიდენტს ფეხზე წამოდგომით და ტაშით არ შეხვედრიან.

“სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში არ შესულა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. იყო ძალიან სერიოზული მოსყიდვები, ზეწოლები, ეს იყო უკანდახევა და ეროზია დემოკრატიის. ამას აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ის, რაც მოხდა, ეს იყო ამის გამოხატულება”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები