კოალიცია თანასწორობისათვის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, საქართველოს აზერბაიჯანელებისადმი, გაკეთებულ განცხადებას გმობს
კოალიცია თანასწორობისათვის 25 და 30 აპრილს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხდებას გმობს და მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სადაც ის დავთ გარეჯში განვითარებყლ მოვლენებთან დაკავშირებით წერს, რომ 2005 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მორიგი პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება მან შეძლო აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის დამუქრებით, რომ თუ ის ამ პრობლემას არ მოაგვარებდა "დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებდა", საქართველოს აზერბაიჯანელი თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მარგინალიზებას ახდენს.

"ირაკლი ოქრუაშვილის ორივე განცხადება წლების განმავლობაში იმ დომინანტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კავშირში ხედავს და მათ ხშირად სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების ან გავლენის მოპოვების საგნად აქცევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა. ცხადია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობით ურთიერთობები მრავალმხრივად არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ეს გარემოება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად აღქმასა და ინტეგრაციაზე." - წერია კოალიციის განცხადებაში

თანასწორობის კოალიციის განცხადებაში ასევე წერია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისად გატარებული ინტეგრაციის პოლიტიკა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაუცხოებასა და უნდობლებაზე დაფუძვნებული პოლიტიკური ხედვები ეთნიკური უმცირესობების მეორეარისხოვან მოქალაქეებად მონიშვნასა და განცდას იწვევს და ამას გარდა, ეთნიკურ უმცირესობები ხშირად პოლიტიკური ჯგუფების მიერ სრულიად გაუმართლებლად დიასპორად და სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებლად განიხილებიან.

"ეთნიკური უმცირესობები საქართველოში არა ერთ სისტემურ გამოწვევას აწყდებიან განათლების, პოლიტიკური მონაწილეობის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების კუთხით და ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებმა თანასწორობაზე, ინკლუზიურ მოქალაქეობაზე დაფუძნებულ მიდგომებს და რიტორიკას შეუწყონ ხელი, უმცირესობების მარგინალიზებას ახდენენ." - ნათქვამია კოალიცია თანასწორობისათვის განცხადებაში

კოალიცია სამწუხაროდ აფასებს იმ ფაქტს, რომ წარსულში მაღალი თანამდებობის მქონე პირი სოციალური ჯგუფების თანასწორობისათვის და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის უკიდურესად მიუღებელ და აგრესიულ იდეებს საჯაროდ იყენებს.

კვალიციის წეილში ნახსენებია, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ თემში თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთან ღრმა თვითიდენტიფიკაციით და მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობის მზარდი ინტერესით ხასიათდება. მაგრამ, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ ზედაპირული ცოდნა გააჩნიათ, რაც თავის მხრივ არადემოკრატიული და გამრიყავი პოლიტიკური ხედვების მიზეზია.

რადიო "მარნეული"
Print