პირველი კვარტალის მონაცემებით  მარნეულის მერიამ ხელფასებში 642 109, საკრებულომ კი 153 240 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 41 101 590 ლარი შეადგინა.

2019 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 6 341 374 ლარი გაიხარჯა. საიდანაც წარმომადგენლობითმა ორგანომ, საკრებულომ, 280 433 ლარი გახარჯა რაშიც 153 240 ლარის ოდენობის შრომითი ანაზღაურებაც შედის.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოს,  აქ 3 თვის განმავლობაში 1 032 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 642 109 ლარი შრომითი ანაზღაურებისთვის იყო გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები