7 მაისს რადიო „მანრუელის“ სტუმარი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება
რადიო „მარნეულის“ ეთერში წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი იწყება.

ხვალ, 7 მაისს, 18:00 საათზე რადიო „მარნეულის“ სტუმარი პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება.

7 მაისს, FM 96,9-სა და რადიო „მანრეულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით, გავიგებთ, თუ რას ჰპირდება ზაურ დარგალი მარნეულელ ამომრჩეველს, როგორია მისი წინასაარჩევნო პროგრამა და რაა ის ძირითადი გამოწვევები რომლებიც, კანდიდატის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას.

რადიო „მარნეულის“ მსმენელებს ფეისბუქ ლაივის მეშვეობით შეეძლებათ კითხვები დაუსვან კანდიდატს მათთის სასურველ საკითხებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები