გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრებით ზაურ დარგალი სპორტსმენებს სასჩუქრებს ჩუქნის
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა დღეს, 7 მაისს მარნეულში ბრიფინგი გამართეს. ისინი პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაურ დარგალს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ბრიფინგზე წარადგინეს ფოტო მასალები, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება ზაურ დარგალი ამა თუ იმ საჯარო მოხელეს. ასევე პრეტენზია გამოთქვეს სურათზე, სადაც ზაურ დარგალი იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს სპორტულ სკოლაში და სავარაუდოდ, სპორტსმენებს გარკვეულ აღჭურვილობას ჩუქნის.




აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ზაურ დარგალს დავუკავშირდით რომელიც განმარტავს, რომ სადახლოში დარბაზის დასათვალიერებლად მივიდა და კონკრეტული ნივთების ჩუქებას გამორიცხავს. იმ ფაქტზე, რომ ხელში სავარაუდოდ საჩუქრად გამზადებული სპორტული ინვენტარი უჭირავს, დარგალმა შემდეგნაირად გვიპასუხა : "ეს არის ძველი ინვენტარი. მანახეს რა მდგომარეობაში იყო. ტრენერმა თქვა, რომ ეს ძველი ფორმა დაახლოებით 10 წლის წინ ვიყიდეთო და ვათვალიერებდით."

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სადახლოს სპორტული სკოლის ხელმძღვანელი მერიასთანაა დაბარებული, რათა ის ეჭვი გააქარწყლონ , რაც ოპოზიციურ პარტიას გაუჩნდა.


Print