აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ახალგაზრდების დავით გარეჯში პატრულირებას ეხმაურება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ახალგაზრდების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე პატრულირების დაორგანიზების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„აქამდეც როგორც ვთქვით, აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის უახლოეს დროში დამთავრების მომხრეა“. - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ლეილა ბდულაევა

რადიო „მარნეული“ „ონა“-ზე დაყრდნობით იუწყვება, რომ ამის შესახებ თავის განმარტებაში საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ ქართველი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის მიერ, 7 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზ პატრულირების დაორგანიზების შესახებ ინფორმაციაზე რეაგირების დროს აღნიშნა.

აბდულაევამ აღნიშნა, რომ ამ პროცესის მალე მოგვარება ორიე მხარისთვისაა კარგი.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტებმა 7 მაისს აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პატრულირება დაანონსეს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისათვის მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვაში ხელის შეშლაა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები