გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ 18-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების აშენებას გეგმავს
„მთავარ პრობლემებად რჩება საბაზო
ინფრასტრუქტურული პრობლემები
. მე პირადად პრობლემებში ვხედავ
საბავშვო ბაღების საკითხს, კულტურის და სპორტული დარბაზების
არარსებობას.“ - განაცხადა ზაურ დარგალმა რადიო
„მანრეულის“ ეთერში სტუმრობისას
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო გადაცემა
„აქტუალურ თემაში“ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ მართალია საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა
განხორციელდეს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია სოფლებში საბავშვო
ბაღებისა და სპორტული და კულტურული ცენტრების მშენებლობა.
დარგალის თქმით, მისი გეგმაა, რომ მანრუელის 18-ვე ადმინისტრაციულ
ერთეულში აშენდეს საბავშვო ბაღები და სპორტული მოედნები. მაგრამ
ამავდროულად განმარტავს, რომ შესაძლოა ამ დაპირების ბოლომდე შესრულება
გაუჭირდეს.
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად იქნება
შესაძლებელი 18-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების
მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, იმის
გათვალისწინებით, რომ საიმერლოს საბავშვო ბაღის აშენებისათვის 587 000
ლარი დაიხარჯა, დარგალმა გვიპასუხა, რომ ისინი პროცესს დაიწყებენ და
მშენებლობებიც გეგმის მიხედვით განხორციელდება.
„მე დარბაზების შემთხვევაში გითხარით, რომ ორწელნახევარში
ჩვენ დავიწყებთ და ავაშენებთ და ეს იქნება გეგმის მიხედვით. მთავარია
ჩვენ დავიწყებთ პროცესს და სადაც შევძლებთ ამ პერიოდში, სადაც
შესაძლებელი იქნება, ამას გავაკეთებთ. უბრალოდ, ეს უნდა გახდეს
პრიორიტეტი მიმართულება, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ბავშვებს
ჰქონდეთ სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება.“
-განაცხადა ზაურ დარგალმა
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი
გეგმა მუნიციპალიტეტში ფანდრაიზინგის გაძლიერებაა, რათა მოიზიდოს
თანხები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით სწორედ ისეთი
საკითხების გადასაჭრელად, როგორიც საბავშვო ბაღების
მშენებლობაა.
რადიო „მარნეული“