სიახლე
გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ საბჭოების წევრების აზრი გადაწყვეტილების მიმღებს რეალურად უნდა აინტერესებდეს
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, მერად გახდომის შემთხვევაში, უშუალოდ მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციასა და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას გეგმავს. ეს განცხადება დარგალმა რადიო „მარნეულის“ წიანსაარჩევნო გადაცემა „აქტუალურ თემაში“ გააკეთა.

„თუ სოფელში არსებობს 10 პრობლემა და ჩვენ გვაქვს სამის გადაჭრის გზა, მოსახლეობასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რას ვაკეთებთ. კაბინეტში არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მერე არ უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, რომ ამას ვაკეთებთ.“ - თქვა ზაურ დარგალმა

მერობის კანდიდატმა მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის სხვადასხვა საბჭოების შექმნის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებსაც ფორმალური სახე არ ექნება.

მარნეულშ ამ ეტაპზე უკვე შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო და ქალთა ოთახი, რომლებიც სწორედ მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავენ მიზნად. ზაურ დარგალმა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მერობის კანდიდატების დებატების დროს ამ ორ სტრუქტურაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი მუშაობის ხარისხი უნდა გაიზარდოს.

რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ძირითად პრობლემებს ხედავს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ოთახის ფუნქციონირებაში დარგალმა გვიპასუხა, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისათვის საჭიროა, რომ მერიას აინტერესებდეს და გაითვალისწინოს იმ პირების აზრი, რომლებიც ზემოხსენებული საბჭოს წევრები იქნებიან.

„ზოგადად, ჩართულობა, როგორც იდეა და მიზანი, უნდა იყოს რეალური. რეალური ისაა, როდესაც შენ რაღაცას გეგმავ, შენთვის მნიშვნელოვანია აზრი ამა თუ იმ ადამიანის, რომელიც არსებობს და რომელიც არის საბჭოს წევრი. ამიტომ, ერთიანი გადაწყვეტილების მიღების დროს, აუცილებელია რომ ყველა მხარე იყოს ჩართული. როდესაც შენ მოდიხარ კონკრეტული იდეით ან მიღებული გადაწყვეტილებით და ფორმალურად ატარებ შეხვედრას ეს უკვე არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს კონკრეტული ფორმა შენი მექანიზმისათვის.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ასევე თქვა, რომ საჭიროა იმ პირების გადამზადება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში სხვადასხვა სახით არიან ჩართულნი. ეს შეიძლება იყოს გენდერული საბჭო, ქალთა ოთახი, ან სხვა ორგანოები, რომლებსაც ისინი შექმნიან. დარგალი მიიჩნევს, რომ გადამზადების პროცესი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა მოხდეს, რათა მოამზადონ ის ხალხი, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნებიან ჩართულნი და მათ ჩართულობას ჰქონდეს რეალური და კვალიფიციური სახე.

არაქართულენოვანი მოსახლეობის მერიის საქმიანობაში ჩართვის გასაძლიერებლად ზაურ დარგალის გეგმაში სპეციალური ცენტრსი მოწყობა შედის.

„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მოქალაქეთა მომსახურეობის ცენტრი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ყველა სერვისის მიღების საშუალება, რომლებიც დღეს მერის კომპეტენციაში შედის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ერთ სივრცეში, პირველ სართულზე, პირდაპირი კომუნიკაციით ჰქონდეთ საშუალება, რომ დაწერონ განცხადება, მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველ ენაზე და ა.შ. ენა არ უნდა იყოს ბარიერი მოქალაქისთვის.“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი რადიო „მანრეულის“ წინასაარჩევნო გადაცემა „აქტუალური თემის“ სტუმარი 7 მაისს იყო.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.




რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.