9 მაისს რადიო "მარნეულის" სტუმარი "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი იქნება
რადიო „მარნეულის“ ეთერში წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი დაიწყო.

დღეს, 9 მაისს, 18:00 საათზე რადიო „მარნეულის“ სტუმარი პარტია "ევროპული საქართვლოს" მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი იქნება.

9 მაისს, FM 96,9-სა და რადიო „მანრეულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით, გავიგებთ, თუ რას ჰპირდება ახმედ იმამკულიევი მარნეულელ ამომრჩეველს, როგორია მისი წინასაარჩევნო პროგრამა და რაა ის ძირითადი გამოწვევები რომლებიც, კანდიდატის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას.

რადიო „მარნეულის“ მსმენელებს ფეისბუქ ლაივის მეშვეობით შეეძლებათ კითხვები დაუსვან კანდიდატს მათთის სასურველ საკითხებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“
Print