„მე მარტო მერი კი არ გავხდები, აუცილებლად იქნება ჩემთან ერთად ჩემი გუნდი, სამსახურები.“ - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა რადიო „მანრეულის“ ეთერში
„მე მარტო მერი კი არ გავხდები, აუცილებლად იქნება ჩემთან ერთად ჩემი გუნდი, სამსახურები.“ - ასე უპასუხა გაერთიაებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აპირებს ის მუნიციპალიტეტის გაძღოლას მერად გახდომის შემთხვევაში, როდესაც ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება.

რაც შეეხება საკრებულოს, რომელშიც ძირითადად „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილი, მუსტაფაევი ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა დაუჭერს თუ არა მას მხარს საკრებულო, რადგან ის ყოველთვის ხალხთან ერთად იქნება და მარნეულელებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს.

მიუხედავად იმისა, რომ მუსტაფაევმა საკუთარ გუნდთან ერთად მოსვლა დააანონსა, ამავე ეთერში მან განაცხადა, რომ მარნეულის საჯარო სამსახურებში მხოლოდ კორუფციითა და ნეპოტიზმით არიან დასაქმებულები, რის შეცვლასაც „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი მერად გახდომის შემთხვევაში აპირებს და პირობას დებს, რომ სამსახურში აყვანისას კანდიდატებს პარტიული ნიშნით არ გაარჩევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები