“უკვდავი პოლკის” აქცია ანწუხელიძის ფოტოებით გააპროტესტეს
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც “უკვდავი პოლკის” აქცია მიმდინარეობს, მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” მსვლელობა გამართა.

კონტრაქციის “არა პუტინის მარშს” მონაწილეებმა “უკვდავი პოლკის” აქციის მონაწილეებს მიუახლოვდნენ და გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით აწიეს. მათ ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “ნატო ჩვენი არჩევანია”.

კონტრაქციის მონაწილეების თქმით, კონტრაქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პროდასავლური აზრის მშვიდობიანად გახმიანება.

ვაკის პარკში ოკუპაციას მეორე ჯგუფიც აპროტესტებს: ალეკო ელისაშვილი და მისი თანამოაზრეები. ამის პარალალურად ვაკის პარკში “უკვდავი პოლკის” აქციაც უნდა გაიმართოს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები