წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანების ბრალდებას „ქართული ოცნება“ არასერიოზულად აფასებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშა“ და დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალი ბადიროვმა გუშინ, 12 მაისს ფეისბუქ ლაივში აჩვენა, თუ როგორაა „ქართული ოცნების“ მარნეულის მერის კანდიდატის, ზაურ დარგალის, წინასაარჩევნო პლაკატი მის პლაკატზე გადაკრული.




ალი
ბადიროვის თქმით, ასეთი შემთხვევები სოფელ შაუმიანის გარდა სხვა ადგილებშიც ხდება.

„ზედ არ აკრავდნენ სხვა სოფლებშ, უბრალოდ ხევდნენ და ხსნიდნენ. მაგალითად ქვემო სარალში მოხდა ასეთი შემთხვევა, არაფლოში მოხდა და მარნეულშიც მოხდა. ეს ფაქტები ხშირია და უკვე ეჭვი მაქვს, რომ ამას ძირითადად ზაურ დარგალის აქტივისტები აკეთებენ.“ - განცხადა ალი ბადიროვმა

ბადიროვის მიერ გაკეთებული ფეისბუქ ლაივიდან 5 საათში იგივე სახის ლაივი, უკვე სოფელ წერეთლიდან, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშას“ აქტივისტმა აზად ქარიმოვმაც გააკეთა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხსნის ქარიმოვი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პლაკატს ერთ-ერთი გარე განათების ბოძიდან, რომლის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანიდატის აგილ მუსტაფაევის წინასაარჩევნო პლაკატია გაკრული.




აზა
დ ქარიმოვის თქმით, წერეთელში დაფიქსირებული შემთხვევა ერთადერთი არაა და წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანება სხვა სოფლებშიც ხორციელდება.

„ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ბრალი იმიტომ, რომ როდესაც ჩვენი აქტივისტები იღებენ ჩვენს პლაკატებს მე ვეუბნები, რომ არ შეიძლება მათი სხვა პლაკატებზე გადაკრობა ან სხვა კანდიდატების პლაკატების ჩამოხევა, ამას კი „ქართული ოცნების“ ლიდერები არ აკეთებენ.“ - გვითხრა აზად ქარიმოვმა

როგორც რადიო „მარნეულს“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, ბრალდებების არასერიოზულობის გამო ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

რადიო „მარნეული“



Print