14 მაისს რადიო "მარნეულის" სტუმარი დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი იქნება
რადიო „მარნეულის“ ეთერში წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი დაიწყო .

ხვალ, 14 მაისს, 19:30 საათზე რადიო „მარნეულის“ სტუმარი მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი იქნება.

14 მაისს, FM 96,9-სა და რადიო „მანრეულის“ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით, გავიგებთ, თუ რას ჰპირდება ალი ბადიროვი მარნეულელ ამომრჩეველს, როგორია მისი წინასაარჩევნო პროგრამა და რაა ის ძირითადი გამოწვევები რომლებიც, კანდიდატის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას.

რადიო „მარნეულის“ მსმენელებს ფეისბუქ ლაივის მეშვეობით შეეძლებათ კითხვები დაუსვან კანდიდატს მათთის სასურველ საკითხებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები