სიახლე
დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება” – რატიანი
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ხელფასის ზრდა მხოლოდ 5 869 მასწავლებელს შეეხება, რაც მასწავლებელთა მთლიანი ოდენობის 10%-ია.

“ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს. რამდენიმე წელია ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ახალი მთავრობის ყველა წარდგენის დროს, მოვუწოდებ მთავრობის შემადგენლობას, დაინტერესდნენ განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემით. სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც, ფაქტობრივად, სტატუსიან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს,”-აცხადებს სერგო რატიანი.

13 მაისს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა. მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

„რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს“,-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.