რატომ უნდა იყოს მარნეულის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი - ალი ბადიროვი გადაცემა „აქტუალურ თემაში“
14 მაისს რადიო "მარნეულის" ეთერში გადაცემა "აქტუალურ თემაში" მანრეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი იყო სტუმრად. ბადიროვმა გადაცემაში საკუთარ პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარნეულისათვის და ყველა რაიონისათვის აუცილებელია, რომ მერი დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს.

"ნებისმიერი მერი, თუ გამგებელი, რომელიც არის პარტიიდან თვითონ რომც ჰქონდეთ ძალიან კარგი იდეები, პარტიის სხვა წევრების თანხმობის გარეშე ვერ ასრულებს. იქ ზედმეტად გუნდურად ხდება მუშაობა და საჯარო მოხელეობას ივიწყებენ. ისინი იწყებენ პარტიის სხვა ლიდერების ნათქვამების შესრულებას, და თუ ეტყვიან ეს გააკეთე აკეთებს, თუ ეტყვიან ეს არ გააკეთო არ აკეთებს." - განაცადა ალი ბადიროვმა

გადაცემაში საუბრისას ბადიროვმა განაცხადა, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ საკუთარი და ოახის წევრების ხარჯებით აფინანსებს, რადგან სურს, რომ არჩევნებში ბოლომდე დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს.

ბადიროვი თვლის, რომ მას არჩევნებშ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, მაგრამ მოვლენების უფრო რეალურ განვითარებად თვლის, რომ ის მეორე ტურში გადავა, კონკურენტებად კი, როგორც თავად ამბობს, "ნაციონალს "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალს ან "ნაციონალებიდან" აგილ მუსტავაევს" მოიაზრებს.

რადო "მარნეული"

Print