„მანრუელის მერიაში კონკურსები და ატესტაცია ხდება არასამართლიანად და არაგამჭვირვალედ“ - ალი ბადიროვი გადაცემაშ „აქტუალური თემა“
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალი ბადიროვის აზრით, მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ პრობლემას განათლებული და მოტივირებული ადამიანებისათვის დასაქმებაზე უარის თქმა წარმოადგენს.

„მანრუელის მერიაში კონკურსები და ატესტაცია ხდება არასამართლიანად და არაგამჭვირვალედ“ - განაცხადა ალი ბადიროვმა რადიო „მარნეულის“ ეთერში

ბადიროვის თქმით, მისი მერად გახდომის შემთხვევაში, მერიაში თანამშრომლების აყვანის ყველა ეტაპზე, იქნება ეს გასაუბრება, კანდიდატების გადარჩევა თუ სხვა, მოხდება ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, რათა ნაკლები იყოს იმის შანსი, რომ არაპროფესიონალი დასაქმდეს.

ბადიროვმა გადაცემასი საუბრისას ასევე თქვა, რომ გარკვეულ პოზიციებზე თანამშრომლების აყვანისას უპირატესობა ისეთ კანდიდატებს მიენიჭებათ რომლებმაც ქართული და აზერნბაიჯანული ენა იციან.

რადიო „მარნეული“

Print