გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი მოსყიდვის ფაქტებზე და დარღვევებზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი აგირ მუსტაფაევი აცხადებს, რომ დარღვევებს პარტიის დამკვირვებლები მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა უბანზე აფიქსირებენ. მისი თქმით, ბევრია ისეთი ფაქტი, როცა გადასატანი ყუთებით იმ ხალხს მიაცემინეს ხმა, ვინც სიაში არ არის. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამომრცევლის მოსყიდვაზეც საუბრობს.

„სოფელი აღმამედლოში, #77 უბანის შესასვლელთან დგანან ქართული ოცნების კოორდინატორები სიებით და თანხას აძლევენ ხალხს. ამომრჩევლებზე, რომლებიც მოსყიდვაზე არ მიდიან, ისინი ზეწოლას ახდენენ და ემუქრებიან“, - ამბობს აგირ მუსტაფაევი.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, რა სახის მტკიცებულებას ფლობს პარტია, მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ამ მოსყიდვის ამსახველი ფაქტი არ აქვთ, თუმცა, კონკრეტულად სოფელ აღმამედლოში, მათი ჩარევის შემდეგ კოორდინატორები ტერიტორიას მოშორდნენ, თუმცა ახლომახლო იმყოფებიან.

აგირ მუსტაფაევის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა უკვე ბევრი დარღვევა გამოავლინეს, რაზეც საჩივრები დაიწერა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები