მარნეულის მერობის კანდიდატის ცოლი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას არ პასუხობს
“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ცოლმა არ გააკეთა კომენტარი ამომრჩევლის ბრინჯისა და ზეთით მოსყიდვის ბრალდებაზე. დარგალი ხმის მისაცემად ცოლთან და შვილებთან ერთად მივიდა.

თვითომნ ზაურ დარგალმა სიცრუე უწოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებს და განაცხადა, რომ “ოპოზიცია ჩვეულ სტილში მუშაობს”

ზაურ დარგალის ენმ-ს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია ენმ-ს აქტივისტების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე. მისი თქმით, ამის უფლებას მათ პოლიცია არ მისცემს.

ზურაბ დარგალის ცოლი ამომრჩევლის მოსყიდვაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები